ტესლამ ელექტრომობილების ბიტკოინებზე გაყიდვა შეაჩერა

ტესლამ ელექტრომობილების ბიტკოინებზე გაყიდვა შეაჩერა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა “Tesla”-მ კრიპტოვალუტის მიღების არაეკოლოგიურობის გამო მანქანების ბიტკოინებზე გაყიდვა შეაჩერა.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ წიაღისეული საწვავის მზარდი გამოყენებით, განსაკუთრებით ქვანახშირის, რომელსაც ყველაზე მავნე გამონაბოლქვი აქვს და რომელსაც მაინინგისა და ბიტკონებთან დაკავშირებულ ოპერაციებში იყენებენ”, – ამის შესაებ “ტესლას” ხელმძღვანელმა ელონ მასკმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

მასკის თქმით, კრიპტოვალუტა კარგი იდეაა და მრავლისმომცემი სამომავლოდ, თუმცა, კომპანია თავს უფლებას არ მისცემს გარემოს ზიანი მიაყენოს. ამიტომ “ტესლა” ბიტკოინებს საკუთარ ფინანსურ ოპერაციებში არ გამოიყენებს მანამდე, სანამ მისი გამომუშავება “ენერგიის მდგრადი წყაროებიდან” არ დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიდაბომბილი ღაზას სექტორი (ფოტოები)
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე: რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის