,,ტერორიზმის საფრთხე არ არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული მიგრაციასთან ან ლტოლვილთა ნაკადთან”

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება. ამის შესახებ სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კითხვაზე, როგორია კონტროლი მისი უწყების მხრიდან ლტოლვილთა შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით, სუბარმა განაცხადა, რომ სტატუსის მიმნიჭებელი ორგანო კი არის მისი უწყება, თუმცა გადაწყვეტილება არ მიიღება შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციების გარეშე და ხდება თითოეული პიროვნების შესწავლა.
“არის თუ არა ამის მიუხედავად, რომელიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო დაცული გარკვეული საფრთხისგან, კარგად ვნახეთ რაც იყო ევროპაში. იქ ძირითადად საფრთხე იყო არა იმდენად ლტოლვილებს შერეული პირებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებში, ზოგი საერთოდ იქ არის დაბადებული. ასე რომ, ტერორიზმის საფრთხე არ არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული მიგრაციასთან ან ლტოლვილთა ნაკადთან”, -განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ კიდევ 304 დევნილ ოჯახს გადაეცემა
შემდეგი სტატიადღეს პარლამენტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყაროს კენჭი