რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციონერ გარი კასპაროვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კიდევ უფრო გაამკაცრა. მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, პოლიტიკოსზე საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდა.
კასპაროვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ქრონოლოგია ასე გამოიყურება:
დაუსწრებადი პატიმრობა: მოსკოვის სასამართლომ გარი კასპაროვს დაუსწრებელი პატიმრობა შეუფარდა.
„ტერორიზმის საჯარო გამართლება“: პოლიტიკოსს ბრალი წაუყენეს რუსეთის სსკ-ის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გამოყენებით ტერორიზმის საჯაროდ გამართლებას გულისხმობს.
„უცხოეთის აგენტის“ წესის დარღვევა: მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება — სსკ-ის 330.1 მუხლით დაემატა, რაც ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ საქმიანობის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გარი კასპაროვი „უცხოური აგენტების“ ე.წ. „შავ სიაში“ ჯერ კიდევ 2022 წელს შეიყვანა.


















