საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგას ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, სამძიმარი გამუცხადა.
როგორც თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანელიძემ აღინიშნა, რეგიონული უსაფრთხოება ახლა დარტყმების წინააღმდეგ, სამხრივი ურთიერთობის გაღრმავებას მოითხოვს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო თურქრეთი და აზერბაიჯანი ითანამშრომლებენ, რათა ტერორიზმი ერთიანი ძალებით დაამარცხონ.
„ტერორიზმი არის რეგიონის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ და მაქსიმალურად მჭიდროთ ვითანამშრომლებთ, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს თბილისის განცხადებას, რომელიც გულისხმობს 3 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკუს, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.