20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ტერორიზმი და ჯაშუშობა ირანის სასარგებლოდ: ბაჰრეინის სასამართლომ 9 პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ბაჰრეინის სასამართლომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC) თანამშრომლობისა და ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით 9 ადამიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ბაჰრეინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კიდევ ორ ბრალდებულს სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ირანული სპეცსამსახურების დავალებით, რათა ბაჰრეინის სამეფოს ტერიტორიაზე „მტრული და ტერორისტული აქტები“ განეხორციელებინათ, რაც საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი დანიელი: დაკავებულების თემაზე ილია მეორის სიცოცხლეშიც გვისაუბრია, საუბრები ახლაც გრძელდება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში მსხვერპლით დასრულდა