ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი, ელიზბარ რაქვიაშვილი მივიდა

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი, ელიზბარ რაქვიაშვილი მივიდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, რაქვიაშვილი უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოიკითხება.

რაც შეეხება თავად ელიზბარ რაქვიაშვილს, მან სუს-ში შესვლამდე მედიასთან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

“რატომ ფიქრობთ, რომ ელიზბარი ვარ? სიები გაქვთ გადმოცემული? ჩემ პირად საქმეზე მოვედი. რა ტერორიზმი, რას ლაპარაკობთ? კარგად ბრძანდებოდეთ…არ ვარ, ჩემო მეგობარო, უკრაინაში მებრძოლი. პირად საქმეზე მოვედი. არ ვარ ელიზბარი”, – განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა და კითხვაზე, თუ ვინ არის, ასე უპასუხა – “ რა მნიშვნელობა აქვს?!”.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – კონგრესმენებმა წაიკითხონ საერთაშორისო დასკვნები, სადაც საქართველოზე პოზიტიური შეფასებებია გამჭვირვალობის თუ შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით
შემდეგი სტატიაკობახიძე – ოღონდ ორი-სამი პროცენტი დაემატოთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მზად არის, „პრორუსული“ გახდეს