ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

25377936ჩვენ არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად ახმედ ჩატაევის დასახელების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„მეც მინახავს სიუჟეტები და სტატიები, რაც ჩატაევზე გავრცელდა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გამოცდილების გაცვლა“, – აღნიშნა იან კელიმ.

მისივე თქმით, ჯერ უშუალოდ არ წაუკითხვას ამერიკელი კონგრესმენის კომენტარი, სადაც იგი, მედიის ინფორმაციით, ჩატაევზე საუბრობს.

„რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ჩატაევი გათავისუფლდა ოთხი წლის წინ. მე არ შემიძლია, ახლა შევაფასო ფაქტი, რის გამო მოხდა გათავისუფლება. რაც შეეხება კონგრესმენის განცხადებას, ის ჯერ არ წამიკითხავს“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

 

banner
წინა სტატიაშირადას დეპუტატმა ახალი მაიდან დააანონსა
შემდეგი სტატიადღეს ლონდონში “ბრექსიტის” წინააღმდეგ 40 ათასი ადამიანი გამოვიდა