ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულის ვინაობა ცნობილია

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

კურიერის ინფორმაციით, დაკავებული მალხაზ ტოხოზაშვილია, რომელიც პანკისის ხეობიდან არის, სოფელ ბირჯიანიდან. ტოხოზაშვილი წლებია უკვე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

სუს-ის ინფორმაციით, მამაკაცი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აიყვანეს.

ბინისა და სამსახურის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს