ტერორისტმა 3 მძევლითან ერთად შენობა დატოვა

ტერორისტმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.

ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.

ფორმულას ინფორმაციით, ტერორისტი პიკაპის ტიპის ავტომობილში ჩაჯდა და თავდასხმის ადგილი მძევლებთან ერთად დატოვა, ავტომობილს კი სამართალდამცველი მართავს.

3 მძევლის გარდა, სხვა მძევლები გათავისუფლებულები არიან. ისინი დასაკითხად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით წავიდა ავტომობილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კვარაცხელია: პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა, 3 კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს
შემდეგი სტატიაერთ-ერთი მძევალი სამხარეო პოლიციის უფროსია