შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვყნებს – მისი მტკიცებით, “ახლა არის მარტივი კითხვა – როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან?”
პაპუაშვილის თქმით, იგივე კითხვა მიემართება ALDE-სთან, „ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია“.
„ახლა არის მარტივი კითხვა – როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან? იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს – ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?“- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



















