“ტერორისტების” ქართულმა ვიდეომ სოციალური ქსელები ააფეთქა

"ტერორისტების" ქართულმა ვიდეომ სოციალური ქსელები ააფეთქა
მაღაზია iPlus (iPhone+)-ის ვიდეორგოლმა, რომელიც საქართველოში Apple-ის პროდუქციის რეალიზებას ეწევა, ქვეყანაში სოციალური ქსელების მომხმარებლების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.
ორშაბათ დილით კომპანიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომლიც დაახლოებით 30 წუთი გრძელდებოდა. ვიდეოში ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ნიღბებში იყვნენ და იარაღი ეკავათ (როგორც აღმოჩნდა, სათამაშო), არაბულ ენაზე აკეთებენ მიმართვას და ყვირიან “ალაჰ აკბარ”.

სარეკლამო რგოლს ტიტრები ქართულ ენაზე დაყვებოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ იანვრიდან iPhone+ კომპანია Apple-ის ოფიციალური პარტნიორი ხდება და ემუქრებიან სხვა კომპანიებს კონკურენციით.
“თქვენთან ან სხვა კონკურენტმა კომპანიამ შემოაგზავნა თანამშრომელი, ან თქვენ ყველაზე დაბალი IQ გაქვთ მსოფლიოში. ან ორივე ერთად” – წერს მომხმარებელი ლაშა სენაშვილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდეორგოლი, რომელიც თვითონ დაამზადეს, უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო გამოთქმული პროტესტი იყო და სატირა ტერორიზმთან მიმართებაში და არ რომ მათ არ გამოუყენებიათ ძალადობისკენ მოწოდება, მათ შორის არაბულ ტექსტში.
ვიდეორგოლმა ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებში დიდი აღშფოთება გამოიწვია, ისინი კომპანიას საფრანგეთში დაღუპულების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ, ზოგიერთი მათგანი საქართველოში კომპანიის მაღაზიების დახურვას მოითხოვს, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს.

კომპანიის ოფიციალური გვერდის თანახმად, რეკლამის ძირითადი მიზანი Apple-ის პროდუქციის პოპულარიზაცია იყო, თუმცა iPlus-ი საქართველოში Apple-ის ავტორიზებული წარმომადგენელი არ არის.

ტერორიზმის წინააღმდეგ პროტესტი, თუ უპატივცემულობა?

ვიდეორგოლი წამიერად გავრცელდა ინტერნეტ მომხმარებლებში.
იმის მიუხედავად, რომ iPlus-ის ფეისბუქ გვერდი ფრანგული დროშის ფერებშია შეღებილი, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ვიდეოს გამოქვეყნება კომპანიის მხრიდან 13 ნოემბერს საფრანგეთში ტერორისტების მსხვერპლების უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.
“ძალიან გთხოვთ, წაშალეთ ეს ვიდეო სოციალური ქსელიდან, ან მომხმარებელი მოითხოვს მის დაბლოკვას. ეს რა საშინელებაა, რა არის ამის მოტივი, ვინ მოგაწოდათ ეს იდეა? 13 ნოემბრიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა. ხალხო, თქვენ გესმით მაინც, ამ ხალხმა რამხელა ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, განსაკუთრებით საფრანგეთში?!!!” – დაწერა მომხმარებელმა თამუნა ლაგვილავამ.
ზოგიერთი მომხმარებელი ვიდეოს აზიარებდა და მოითხოვდა კომპანიის დახურვას ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მის წინააღმდეგ. ზოგიერთები კომპანია Apple-ისთვის ინფორმაციის მიწოდებით იმუქრებოდნენ.

"ტერორისტების" ქართულმა ვიდეომ სოციალური ქსელები ააფეთქა

კრიტიკისა და ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, სამშაბათს მედიაში გაჩნდა ინფრმაცია, რომ კომპანია ვიდეორგოლის სოციალური მედიიდან ამოღებას აპირებს.
კომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, სარეკლამო რგოლი ტერორიზმის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი იყო.
“რადგანაც ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეა, ჩვენ უფლება გვაქვს პროტესტის ნებისმიერ ფორმას მივმართოთ” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც ფეისბუქით გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით, მათ ვიდეორგოლი წაშალეს.

გოგა თირქიას განცხადებით, რომელიც კომპანიის წარმომადგენელია, მათი მიზანი სარეკლამო რგოლის ტელე-ეთერში გაშვება არ ყოფილა: “ვიდეოს მიზანი იყო, მომხმარებლისთვის გვეცნობებინა, რომ იანვრიდან Apple-ის პარტნიორები ვხდებით, ამასთანავე, გვინდოდა უკანასკნელ ხანებში მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე პროტესტი გამოგვეთქვა, როგორც პარიზის მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე ბეირუთსა და სხვა ქალაქებში, სადაც ადამიანებს სასტიკად კლავენ. ეს ტერორიზმის გარკვეული სატირა იყო, ტერორიზმის გროტესკი” – განაცხადა “ბიბისისთან” საუბრისას თირქიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ვიდეორგოლში არიან გადაღებული, Apple-ის ლოგოტიპთან ნიღბებით დგანან, რაც იმის ნიშანია, რომ მათი კომპანია დასავლურ ღირებულებებს აფასებს, რომელიც ტერორიზმთან შეუთავსებლობაშია.
ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ვიდეორგოლი Apple-ის მხრიდან სერიოზულ რეაქციას არ გამოიწვევს.

ანა ახმეტელი. ბიბისი.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: ვინ არის პარიზის ტერაქტების სულისჩამდგმელი
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ატომური საბრძოლო გემი გააგზავნა