ტერორისტების მიერ დახვრეტილ ქართველ გზის მშენებლებს ინგუშეთში მემორიალს გაუხსნიან

1994 წლის 26 მაისს ინგუშეთში სუნჯის რაიონის ტერიტორიაზე 8 ქართველი მშენებელი ჩაცხრილეს ტერორისტებმა ისინი ინგუშებს ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობაში ეხმარებოდნენ.
გარკვეულ ძალებს არც ქართველების და ინგუშების მეგობრობა ეხატებოდა გულზე და არც ამ გზის მშენებლობა შედიოდა მათ ინტერესებში. 8 ქართველი მეგზევე ავტომატური იარაღით დახვრიტეს.
ინგუშეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მათი სახელების უკცდავყოფა. სუნჯის რაიონში აღმართეს მარმარილოს ფილები, სადაც ქართულ და რუსულ ენებზეა წერია დახოცილი ქართველების გვარები. იქვეა მათი სახელობის წყარო. დარგულია ხეები და დგას სკამები.
უახლოეს მომავალში ქართველი მეგზევეების სახელობის მემორიალი ხელახლა გაიხსნება. მისი რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა.
ინგუშებს 27 წლის შემდეგაც კი ახსოვთ ქართველი მშენებლები, რომელთა შესახებ მათ სამშობლოში ბევრმა არ იცის.
კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ასე ძალიან მიყვარან ჩემი ინგუშები.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისალხინოს გიმნაზიის სკოლის დირექტორი ხევში ჩავარდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი, შვილისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ