,,ტერორისტები გაუსამართლებლად უნდა დახოცონ,, აცხადებს რუსული ეკლესია…

vsevolod-chaplinტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით რუსეთის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის ინიციატივას, რომ რუსეთმა ტერორისტები სიკვდილით დასაჯოს, რუსულმა მარლთმადიდებლურმა ეკლესიამაც აუბა მხარი…

რუსული ,,ინტრეფაქსის,, ცნობით, რუსეთის მარლთმადიდებლური ეკლესიის სინოდსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა  ვსევოლოდ ჩაპლინმა სიკვდილით დასჯა განსაკუთრებულ შემთხვევებში, საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით, გაუსამართლებლადაც დასაშვებად ჩათვალა…

,,ტერორისტები, ტერაქტების ორგანიზატორები და მათი სპონსორები, ყოველგავრი სასამართლოსა და პროცედურების გარეშე უნდა დახოცონ…. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავებმა ზუსტად იციან, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ,, აცხადებს რუსული მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი დეკანოზი ვსევოლოდი.

რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ექსპერტთ ნაწილს მიაჩნია, რომ სიკვდილის დასჯის შემოღებაზე აპელირება, სასაცილოა და პუტინის ხელისუფლებას – ოპონენტების დასაშინებლად უფრო სჭირდება, ვიდრე ისლამისტი ტერორისტების, რადგან ისლამისტ ტერორისტთა 99%  ისედაც თვითმკვლელია და მათ სიკვდილით დასჯით ვერ შეაშინებ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმის განსახორციელებლად 156 მლნ დოლარი იქნება საჭირო”
შემდეგი სტატიასააკაშვილმა პრემიერი იაცენიუკი კორუფციაში დაადანაშაულა… (VIDEO)