ტერორისტ სალახ აბდესლამს 20 წელი მიუსაჯეს

28 წლის სალახ აბდესლამს, რომელიც პარიზის ტერაქტის უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი ტერორისტია, ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს – ბრიუსელის სასამართლომ გადაწყვეტილება 23 აპრილს მიიღო. თავისუფლების აღკვეთა დაკავებამდე სამი დღით ადრე ბრიუსელში სამ პოლიციელზე თავდასხმისა და მათი დაჭრის გამო მისაჯა.
აბდესლამი სასამართლოზე არ იმყოფებოდა, რადგანაც ის საფრანგეთის ციხეშია, სადაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს პარიზში 2015 წელს მომხდარი ტერაქტის გამო. აბდესლამის გარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ასევე სოფიანუ აიარის, რომელიც, ასევე საფრანგეთის ციხეშია. გარდა ამისა, ორივე ბოროტმოქმედმა ფინანსური ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
საფრანგეთში ტერაქტის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, სავარაუდოდ, 2019 წელს დასრულდება. აბდესლამი ბელგიაში მისჯილ წლებს საფრანგეთის ციხიდან განთავისუფლების შემდეგ შემდეგ მოიხდის.

banner
წინა სტატიაშინიკოლას კეიჯი სამსახიობო კარიერას ასრულებს
შემდეგი სტატიაედიშერ თოლორაია “ოცნებას” ტოვებს?!