14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ტერორი საქართველოში, რეპრესიები მოქმედებაშია -ზურაბიშვილი

ტერორი საქართველოში – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

„ტერორი საქართველოში – დღეს სამი მოქალაქე მხოლოდ იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ, – სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია. არანაირი დანაშაული. არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ ხელში ჩაგდებული სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებს. სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დილიდან ხალხს პატიმრობაში დილიდან ერთმანეთის მოყოლებით ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ. 4-4 დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია. ხოლო 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს.

ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა მიხეილ ზაქარეიშვილი.

 

banner
წინა სტატიაში17 თებერვალს მზის დაბნელება მოხდება
შემდეგი სტატიასუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანი