“ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა“ – გომელაური გამოწვევების შესახებ საუბრობს

2018 წელს, სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის დაინტერესების სფეროების დადგენისკენ – ეს განცხადება, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გააკეთა. ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

სუს-ის უფროსი, საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობდა. ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მცდელობის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობდნენ.

გომელაურის თქმით, მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რათა მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენცია მომხდარიყო.

„ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, აღნიშნული სპეცსამსახურების მხრიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციისა და არეულობის ცალკეული კერების შექმნის, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა“ – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

banner
წინა სტატიაშისოფელ დაფნარში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატია“ეს არის ენერგიული, გაბრაზებული კაცის ნათქვამი, ნუ ჩავეჭიდებით” – მეუფე ანტონი მეუფე იობის განცხადებაზე საუბრობს