მას შემდეგ, რაც ბერლინში დასრულდა მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დოლანდ ტრამპის წარმომადგენლ, სტივ უიტკოფს შორის, უკრაინის მხარდასაჭერად, ევროპელმა ლიდერებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, ეს ვალდბეულებები მოიცავს:
- მუდმივი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერაუკრაინისთვის, რათა მისი შეიარაღებული ძალები მშვიდობიანობის პერიოდში იყოს 800,000 – უკრაინის ტერიტორიის დასაცავად.
- ევროპის ხელმძღვანელობით შექმნილმა „მულტინაციონალურმა ძალებმა უკრაინისთვის“ ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის ძალების აღდგენას, უკრაინის ცის დაცვას და უფრო უსაფრთხო ზღვების უზრუნველყოფას.
- აშშ-ის ხელმძღვანელობით და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით შექმნილმა “ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის და ვერიფიკაციის მექანიზმმა” უნდა უზრუნველყოს ადრეული შეტყობინების მექანიზმის უზრუნველყოფა მომავალი თავდასხმების დეესკალაციის მიზნით.
ევროპელმა ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს პრეზიდენტ ზელენსკის და შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც საბოლოოდ მიიღებს კონკრეტულად უკრაინულ საკითხებზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს იძულებით.
“ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინელი ხალხის მისაღებია, მას შემდეგ, რაც მძლავრი უსაფრთხოების გარანტიები ეფექტურად ამოქმედდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14-15 დეკემბერს გერმანიის დედაქალაქში გაიმართა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე მოლაპარაკებები უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის, ასევე – სამიტი ევროპელი ლიდერების მონაწილეობით.
მათ ერთობლივი განცხადება 15 დეკემბერს, გვიან ღამით გაავრცელეს.
განცხადების მიხედვით, ლიდერებმა შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა განუყოფელია ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მათ განაცხადეს, რომ უკრაინა და მისი ხალხი იმსახურებს განვითარებულ, დამოუკიდებელ და სუვერენულ მომავალს რუსული აგრესიის შიშის გარეშე.
როგორც აშშ-ის, ისე ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას, რათა უზრუნველყონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მძლავრი გარანტიები და მიიღონ ზომები ეკონომიკის აღსადგენად ომის დასრულების შემდეგ.

















