ტერეზა მეის გნცხადებით “ბრექსიტი”, შესაძლებელია, ვერ შედგეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ “ბრექსიტი” ვერ შედგება, თუკი ბრიუსელის შეთანხმებასთან დაკავშირებით ლონდონში პარლამენტი და მთავრობა კომპრომისამდე ვერ მივლენ – შაბათს მეის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. მას შემდეგ, რაც პარალმენტმა სამჯერ არ მიიღო შეთანხმება ევროკავშირთან დაკავშირებით, პრემიერი მივიდა დასკვნამდე, რომ პრობლემას ახლებურად უნდა შეხედოს.

“პარლამენტმა გარკვევით გვაჩვენა, რომ ის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის წინააღმდეგია. ახლა ჩვენ სერიოზული არჩევანი გვაქვს: ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა ან ევროკავშირში დარჩენა”. გარდა ამისა, ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ საკუთარ პოზიციაზე რჩება: “ჩვენ უნდა მივაღწიოთ “ბრექსიტს” და ამისთვის შეთანხმება უნდა მივიღოთ” – ავრცელებს პრემიერის პრეს-სამსახური – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა მარტში თბილისში 2915 ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს
შემდეგი სტატიაისრაელი იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსირებას აპირებს