ტერეზა მეიმ თავდაცვის მინისტრი დაითხოვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თავდაცვის მინისტრი ჰევინ უილიამსონი დაითხოვა. გადაწყვეტილება მიიღეს ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით – აღნიშნულია 1 მაისს გავრცელებულ სპეციალურ განცახდებაში – “დოიჩე ველე” წერს. მეიმ მინისტრს ბრალი დასდო ჟურნალისტებისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემაში, უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსვლისთანავე. წერილში, რომელიც დაუნინგ-სტრითმა მინისტრს მისწერა, აღნიშნულია, რომ თავად უილიამსონია ნდობის დაკარგვაში დამნაშავე, ინფორმაციის გავრცელების ფაქტი კი უპრეცენდენტოდ არის შეფასებული. საუბარია ორი დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ბრიტანეთი ჩინურ Huawei-ს სამეფოს ბაზარზე ნაწილობრივ წვდომას მისცემს მეხუთე თაობის ქსელის შექმნასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიმაია სტეფნაძე “იმედიდან” ფეისბუქ პოსტის გამო გაუშვეს
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება