- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
ტერეზა მეიმ ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი გადააყენა
მნიშვნელოვანი
- ტერეზა მეიმ ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი გადააყენა
სხვა სტატიები
ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა, მაიკლ გოუვიმ ახალ მინისტრთა კაბინეტში პოსტი ვერ შეინარჩუნა. გარდა ამისა, ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა, მას ახალ მთავრობაში სხვა პოსტიც არ შესთავაზა – “ბიბისი” წერს.
გოუვი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ბორის ჯონსონის მიერ წარმოებულ კამპანიას აქტიურად უჭერდა მხარს – იმ პერიოდში ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე აქტიური ფავორიტი იყო.
ივნისის ბოლოს, გოუვმა, ყველასთვის მოულოდნელად ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. მეორე დღეს ჯონსონმა უარი განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტისთვის ბრძოლაზე.
გუშინ, ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ბორის ჯონსონი საგარეო საქმეთა მინსიტრად დანიშნა.
ელოდებიან, რომ ახალი პრემიერი ახალ მინისტრებს უახლოეს ხანში ოფიციალურად წარადგენს.