ტერეზა მეი თვლის, რომ “ბრექზიტის” შესახებ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თვლის, რომ “ბრექზიტის” შესახებ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ქვეყნის მეთაური 21 სექტემბერს სპეციალური განცხადებით გამოვიდა ზალცბურგში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე, სადაც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხებს განიხილავდნენ.

მეიმ ლონდონსა და ევროკავშირს შორის სამომავლო სავაჭრო ურთიერთობებს, რომელსაც გაერთიანება სთავაზობს სამეფოს, “მიუღებელი” უწოდა.

სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი “ბრეკსიტის” მომხრეების კრიტიკით გამოვიდა და მათ უწოდა ადამიანები, რომლებიც “იოლი გადაწყვეტილების” მოლოდინში არიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გეგმა, ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანის შესახებ, გაერთიანების ქვეყნებმა არ მიიღეს: ის ევროკავშირის ბაზრის ერთიანობას არღვევს – ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა სირიაში თვითმფრინავ Ил-20-ის ჩამოგდების რუსული ვერსია უარყო
შემდეგი სტატია,,ფიქრები სალომე ზურაბიშვილის კვალდაკვალ ” გია ხუხაშვილი ,,ხეიბარ” და ,,კოჭლ” პატრიოტიზმზე