ტერეზა მეი იმ შემთხვევაში გადადგება, თუკი “ბრექსიტი” მისი სცენარით მოხდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დახურულ კრებაზე დეპუტატ-კონსერვატორებს უთხრა, რომ ის პოსტიდან მაშინ გადადგება, როცა “ბრექსიტს” ჩაამთავრებს – “ინდეპენდენტი” წერს. მან წასვლის პირობა დადო, თუკი ტორები, რომლებიც ბრიუსელთან მეის შეთანხმებას ხმას არ აძლევენ, მას დათანხმდებიან. “მომდევნო ეტაპებისთვის მე პოსტზე არ დავრჩები” – ტერეზა მეიმ თქვა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ოფიციალურად 29 მარტს უნდა დაიწყოს. თუმცა, ბრიტანეთის პარლამენტმა მეისა და ბრიუსელს შორის დადებულ შეთანხმებას უკვე ორჯერ არ მისცა ხმა. შეთანხმების გარეშე ბრიტანეთს “ხისტი” “ბრექსიტი” ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფაში გადარჩენილი სპორტული ჟურნალისტი ფეხბურთის თამაშის შემდეგ გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანატო-ს მინისტერიალზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე