ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის საქმის პროკურორი გიორგი დავითაშვილი ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. გიორგი დავითაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ.

მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ბრალდებულები გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყანას დატოვებენ.

პროკურორის ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალებულებს თანხას სთავაზობდნენ.

პროკურორი ყველა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე ოპოზოციისა და არასამთავრობოების ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატია“ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში”