ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ამის შესახებ  ბექაურის ყოფილმა ადვოკატმა, მაია ჭრელაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მასსა და ბექაურს შორის პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა, რის გამოც ოჯახმა მის მომსახურებაზე უარი განაცხადა.
ჭრელაშვილის თქმით, პოზიციების შეუჯერებლობის გარდა ასევე იყო გარკვეული გარემოებები, რის გამოც ოჯახმა მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულს უკვე ჰყავს ახალი ადვოკატი, რომელიც სახაზინო წესით დაენიშნა.

banner
წინა სტატიაშიცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძეს – კაცმა, ვაჟკაცმა ღირსეულად წასვლა უნდა იცოდეს
შემდეგი სტატია”საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს