23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ტერაქტი იერუსალიმში: მინიმუმ, 5 ადამიანი დაიღუპა

იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ისრაელის სამედიცინო სამსახურის ცნობით, 7 პირის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ინფორმაციით, ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი სამოქალაქო ავტობუსის მგზავრების მიმართულებით გახსნა.

სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ თავდამსხმელები, დასავლეთ სანაპიროში მცხოვრები პალესტინელები იყვნენ. ადგილობირვი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილზე ჯარისკაცმა და შეიარაღებულმა ახალგაზრდა მოქალაქემ მოკლეს.

ტერაქტს ჰამასი განცხადებით გამოეხმაურა და მას “გმირული ოპერაცია” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი-„ქართული ოცნება“ რუსული საქმე – 2008 წლის ომის მთავარი დამნაშავე საქართველოა
შემდეგი სტატიაგეკა გელაძე გენერალ-მაიორი გახდა