ტერაქტების შემდეგ სოცქსელებში სიძულვილის გაღვივებისთვის პოლიციამ ბრიტანელი დააკავა

პოლბრიტანელილონდონში პოლიციამ დააკავა ბრიტანელი, რომელიც სოციალურ სქელებში რასობრივი სიძულვილის გაღვივებაშია ეჭვმიტანილი – The New York Times-ი წერს.
ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტის შემდეგ, მეთიუ დოილმა „ტვიტერის“ საკუთარ აკაუნტზე განათავსა შეტყობინება, რომელმაც მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.
„გუშინ ლონდონის სამხრეთ ნაწილში მუსლიმ ქალს შევხვდი. მე მას ვთხოვე ბრიუსელში მომხდარი აეხსნა ჩემთვის. მან მითხრა: „მე ამასთან არა მაქვს არანაირი კავშირი“. მშვენიერი პასუხია“ – ეწერა ტვიტში.
გამოცემის თანახმად, შეტყობინება რამდენიმე წუთის შემდეგ წაიშალა. The Daily Mail-ის თქმით, 46 წლის მამაკაცი კრიდონში, საკუთარ სახლში დააკავეს.
22 მარტს ბელგიის დედაქალაქში ტერაქტების სერია მოხდა. აეროპორტსა და მეტროში მოხდარ აფეთქებას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 250 კი დაშავდა.
გამძიების ვერსიით, ასაფეთქებელი ნივთიერება მოქმედებაში მოიყვანეს აეროპორტში იბრაჰიმ ბაკრაუიმ, მეტროში კი, მისმა ძმამ ხალიდმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ფახულანიდან სოფელ საბერიოდე მისასვლელი 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიაბრიუსელის სპეცოპერაციისას 6 ადამიანი დააკავეს