ტერაქტების ორგანიზებისთვის დაკავებულებს თურქეთის სასამართლომ ბრალი წაუყენა

13 ეჭვმიტანილს, რომელთა შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თურქეთის სასამართლომ მკვლელობაში, სახელმწიფოს ერთიანობისთვის საფრთხის შექმნასა და ტერორისტულ დაჯგუფების წევრობაში ბრალი წაუყენა.

ონფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთის სამართალდამცავმა უწყებებმა სტაბმულში, ათათურქის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტების სერიის მოწყობაში ეჭვმიტანილი 40 ადამიანი დააკავა, მათგან 13 ადამიანს, ტერაქტთან კავშირში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტში მომხდარი ტერაქტი სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა, რომლებიც რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ სტამბულში, ათათურქის აეროპორტში ტერაქტების სერიის შედეგად, დაიღუპა 43, ხოლო დაშავდა 250-მდე ადამიანი.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები მიუთითებს, რომ ტერაქტის უკან “ისლამური სახელმწიფო” დგას.

ამასთან, ინტერნეტ-პორტალი unian.net აქვეყნებს ინფორმაციას, რომ სტამბულში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებების სერიაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადეს
შემდეგი სტატიანაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძის საქმეზე აბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს მიიღონ