ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ფოთში გამოფენა მოაწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა – დარეჯან მეფარიშვილმა, თამუნა ნოსელიძემ, ნინო კუპრაშვილმა და ნათია კორაშვილმა – ქ. ფოთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სტუ-ისა და მისი ყველაზე მოთხოვნადი კონკრეტული სპეციალობების შესახებ პრეზენტაციები და საინფორმაციო ტიპის გამოფენა გამართეს.

პრეზენტაციების მიზანს, ზოგადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ასევე არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტებისა და მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებქ. ფოთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის საბაზისო ინფორმაციის გაცნობა და მათთვის სათანადოპროფესიისშერჩევაში ხელშეწყობა წარმოადგენდა.

პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ, ღია სივრცეში, მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში გაგრძელდა. აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სტუ-ში მიმდინარე სასწავლო პროცესზე, სწავლების დაფინანსებისშესაძლებლობებზე, გაცვლით პროგრამებზე, უნივერსიტეტშიმიღებასთანდაკავშირებულდასხვამნიშვნელოვანსაკითხებზე, ასევე, გასცნობოდნენ გამოფენილ საინფორმაციო ლიტერატურას.

აღნიშნული პროექტის ორგანიზატორი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურია, მხარდამჭერი კი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი და ვებ-საიტი: myprofession.gov.ge

 

banner
წინა სტატიაშიბრაიზა – „რუსთავი 2“–ზე: “ეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს იმიჯისთვის მიყენებული დარტყმაა“
შემდეგი სტატიადიპლომატებისა და რუსთავი2-ის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ რუსთავი2-ის საქმეს გამოეხმაურა საფრანგეთის ელჩი პასკალ მონიე