ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ემერიტუს პროფესორებს 1000 ლარიანი სარგო დაუნიშნა

profesori223 დეკემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 61 პროფესორი ემირიტუსის აკადემიურ წოდება მიენიჭებათ. ისინი სიცოცხლის ბოლომდე 500-დან 1000 ლარამდე სარგოს მიიღებენ – მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობის, საერთაშორისო აღიარების და სტაჟის გათვალისწინებით.
როგორც აღვნიშნეთ, ეს არის ტექნიკურ უნივერსიტეტში სიახლე, რომელსაც წელს ეყრება საფუძველი. ემირიტუსის სტატუსი მიენიჭა ისეთ დამსახურებულ პროფესორებს, როგორებიც არიან: კოტე კამკამიზე, თამაზ შეროზია (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი), დავით კვაჭაძე (სამშენებლო ფაკულტეტი), ზურაბ მგელაძე (სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი), ივანე თვალავაძე, ელმირა ჩხიკვაძე, გურამ ქაშაკაშვილი (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი), ენვერ მოისწრაფიშვილი (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი), სიმონ ბარბაქაძემ, ნოდარ გულბიანი (ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი), ნანული თევზაძე (არქიტექტურის, ურბანიზაციისა და დიზაინის ფაკულტეტი) და სხვებს.
„თაიმერს“ ამ სიახლის შესახებ ესაუბრება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ამავე საბჭოს სწავლული მდივანი, პროფესორი გიორგი სალუქვაძე:
_ 2015 წლის 23 დეკემბერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის ნამდვილად დასამახსოვრებელ დღედ დარჩება. პირველად ჩვენი უმაღლესი სკოლის ისტორიის მანძილზე, ჩვენს დამსახურებულ პროფესორებს, თანახმად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილებისა, უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი საზეიმოდ მიულოცავს ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებას და გადასცემს ამ აკადემიური წოდების დამადასტურებელ დიპლომებს.
_ რამდენი პროფესორი მიიღებს აკადემიურ წოდებას?
_ ამჟამად 61 პროფესორი გახდება ამ ტიტულის და სპეციალურად დამზადებული დიპლომის მფლობელი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლში მომზადდა. მერწმუნეთ თავად ის ფაქტი, რომ ამდენი პროფესორი, სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას უნივერსიტეტიდან სარგოს სახით, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.
_ რეაქცია როგორი იყო?
_ ჩვენმა პროფესორებმა დიდი მადლიერება გამოხატეს რექტორის, ადმინისტრაციის, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს მისამართით.
_ თუ შეგიძლიათ 61 ემერიტუსიდან რამდენიმე დაგვისახელოთ?
_ 61 ემირიტუსის მფლობელებნიდან რამდენიმეს გამორჩევა, ჩემთვის უხერხულია, ყველა მათგანი ღირსეული პირიოვნებაა, ღირსეული მეცნიერია და იმსახურებს ემირიტუსის აკადემიურ წოდებას.
_ ვის ენიჭება და რა დამსახურებისათვის ემერიტუსის წოდება?
_ ემერიტუსის აკადემიური წოდება ენიჭება განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც იმ მომენტისათვის უჭირავს აკადემიური თანამდებობა, ან არის მოწვეული პროფესორი, არის არანაკლებ 65 წლისა და არის თანახმა მიიღოს ემერიტუსის აკადემიური წოდება. ეს წოდება პროფესორს ენიჭება იმისათვის, რომ ის უნივერსიტეტში ეწევა ნაყოფიერ სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას და მისი შეგნებული ცხოვრება მოახმარა ჩვენი ქვეყნის ამ წამყვანი უმაღლესი სკოლის, საინჟინრო აზროვნების ფლაგმანის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებასა და წინსვლას. მსოფლიოს საგანმანათლებო სივრცეში ინტეგრირებას, თავისი შრომით, ავტორიტეტით, საერთაშორისო აღიარებითა და დამსახურებით.
_ ეს ნიშნავს პენსიაზე გასვლას და ისინი ვეღარ წაიკითხავენ ლექციებს?
_ ემირიტუსის აკადემიური წოდების მფლობელი აკადემიურ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს, მას პარალელურად შეუძლია იმუშაოს საათობრივ ანაზღაურებაზე.
_ სარგოს დანიშვნა ნიშნავს იმას, პროფესორებს სახელმწიფო პენსიას არ დაუნიშნავს? ანუ სარგო პენსიაში ჩაითვლება?
_ არა, ეს გავლენას არ ახდენს პენსიის დანიშვნაზე.
_ რადმენადაც ვიცი, უნივერსიტეტს აქვს გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი.
_ დიახ, აქვს და ეს ნიშნავს იმას, რომ გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლის მფლობელს ხელფასის რაოდენობა უნარჩუნდება ასი პროცენტით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2013 წლის 8 ოქტომბრის აკადემიური საბჭოს N980 დადგენილებით.

banner
წინა სტატიაშითურქეთის სანაპიროებთან გემი ჩაიძირა, გარდაცვლილია 18 ადამიანი
შემდეგი სტატიაგორში ე.წ. ბოლოდგის დასახლება წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს