ტექნიკური უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღეს გამართავს

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს დაასაქმებს!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი ღია კარის დღეს მიმდინარე წლის 17 აპრილს გამართავს.

სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტისა და „BP საქართველოს“ ინიციატივით, და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ დაფინანსებით, დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიებს:
• მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი (მოდულური), IV საფეხური:
სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე – ქართულენოვანი, 17 თვე – არაქართულენოვანი;
• სამრეწველო ავტომატიზაცია (მოდულური), V საფეხური:
სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე – ქართულენოვანი, 25 თვე – არაქართულენოვანი;
• მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (მოდულური), V საფეხური
სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე – ქართულენოვანი, 25 თვე – არაქართულენოვანი;

ღია კარის დღეზე, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, შეთავაზებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ, ასევე, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერონ. ღია კარის დღეზე მიწვეულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მომავალ სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივებზე გაესაუბრებიან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად მსურველთა საგაზაფხულო რეგისტრაცია 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშისასამართლოებში გადატვირთულობის გამო, მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს
შემდეგი სტატიავინ არიან ძმები არჩილ და გიორგი შარაბიძეები?- 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის დეტალები და მოსალოდნელი საფრთხეები