ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას სემეკში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის, წყალმომარაგება-წყალარინების, ეკონომიკისა და იურიდიული სპეციალობებისბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, უახლოეს მომავალში, საჭიროთეორიული თუ პრაქტიკულიუნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებშიცნობიერების ამაღლებასსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სტაჟირებით შეძლებენ.

ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული მიზნის მიღწევას სემეკთან კოოპერაციით გეგმავს.ორივე მხარის მზაობათანამშრომლობის შესახებ, დღეს, სტუ-სა და სემეკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა. დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა დასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ მარეგულირებელი კომისიის წევრები, სტუ-ის შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სუდენტები.

მემორანდუმის ფარგლებშიმხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ხელი შეუწყონ სტუ-ის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლებაში; დაეხმარებიან უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში კვლევების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში; მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

„სემეკი, როგორც რეგულატორი, აერთიანებს უმსხვილეს სექტორებს – ენერგეტიკას, ბუნებრივ გაზს, წყალმომარაგებას, წყალარინებას. შესაბამისად, მემორანდუმი მოიცავს საკითხების ძალიან ფართო სპექტრს. მემორანდუმის ამოქმედება, პირველ რიგში, დიდად წაადგება ჩვენს სტუდენტებს, რადგან ჩნდება მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც სტუდენტები შეძლებენსტაჟირების გავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. თანამშრომლობა მომხიბლავია კვლევის კუთხითაც -სტუ-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები ერთობლივი კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სპეციალისტების ექსპერტული ჩართულობა იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც მარეგულირებელი კომისია ახორციელებს და ორივე მხარისთვის ასევე მნიშვნელოვანია დარგობრივი სამართლის განვითარება, ახალი სტანდარტების შემუშავება და ახალი ტიპის კვლევების ჩატარება იმ მიზნით, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მივიღოთ. თანამშრომლობისთვის არეალი საკმაოდ ფართოა და საინტერესო, იმის გათვალისწინებით, რომ სტუ-ს გამოყენებითი ტიპის მკვლევარები ჰყავს და ყოველთვის უნდა ვეძებოთ ობიექტი, სადაც ჩვენი ცოდნის გამოყენებას შევძლებთ“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

„ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია მარეგულირებელი კომისიისთვის. კომისია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან, ამდენად, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საკითხთა სპექტრი ძალიან ფართოა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კომისიათან თანამშრომლობაორმხრივად მნიშვნელოვანია.

სემეკი მრავალმხრივი და საინტერესო ორგანიზაცია არმოჩნდება სტუ-ის სტუდენტებისთვის, რადგან აქედან შესაძლებელიამთელი სექტორის დანახვა, დარგის რეგულირება კიუმნიშვნელოვანესი საქმეა. მემორანდუმის ფორმატში კომისიის კარი მუდმივად იქნება ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სასიხარულოა, რომ კომისასთან თანამშრომლობის სურვილი სტუ-ის ეკონომიკისა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმაც გამოთქვეს“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

 

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე დააკავეს