ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები თსუ-ს სტუდენტების აქციას შეუერთდნენ

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს დაასაქმებს!

თსუ-ს ეზოში შეკრებილ სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა.

ერთერთი მათგანი ზაალ მიქაძე უნივერსიტეტის ეზოში სიტყვითაც გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში უარესი სიტუაციაა. მისი თქმით, რექტორის, კანცლერის და საბჭოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. არჩევნების შედეგად გამარჯვებულები მესამე ვადით აირჩიეს თანამდებობებზე.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა თქმით, მსგავსი ტალღა მათ უნივერსიტეტშიც დაიწყება.

„კომკავშირის და ოდეერების დრო უნდა დამთავრდეს“, – აღნიშნა მიქაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების გადაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა – მთავარი პროკურატურა