ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ.

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი კი ონლაინ რეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს”, – წერია განცხადებაში.

დღეს 18 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1435 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე – ოპონენტებს არჩევნების გადადება სურთ, მაგრამ ეს არ მოხდება, მათი პანიკა ლოგიკურია
შემდეგი სტატიანათია თურნავა – ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც, „კოვიდის“ მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა