ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ​მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.

„სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 20:00- მდე, შესვენების გარეშე“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშივაქცინაცია, დისტანცია, პირბადე, სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს – მეუფე მელქისედეკის მიმართვა საზოგადოებას
შემდეგი სტატიანუნუ მიცკევიჩი მასობრივი ვაქცინაციის პროცესს შეუერთდა