ტექნიკური უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ჯორჯიაზე“

დღეს, 18 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-6 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2016 დაიწყო, რომელიც 19 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება. გამოფენაში, ტრადიციულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც მონაწილეობს. ღონისძიებაზე წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლები, საგანმანათლებლო სააგენტოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, სტუდენტური სერვისები, ტრეინინგ ცენტრები, უცხო ენების სასწავლო ცენტრები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე საელჩოების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები.
„თაიმერი“ გთავაზობთ გამოფენის ამსახველ ფოტორეპორტჟს, რომელიც მოგვაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა.

 

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბელორუსია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის მიერ ვიზების შემოღებაზე