ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის, ქაოსის გარდა, არაფრის მომტანია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ – ვოლსკი

ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რამაც მთლიანობაში არეულობა, ქაოსი და რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა მოიტანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება.

როგორც ვოლსკი ამბობს, ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის და ის ქვეყნას ქაოსის გარდა, არაფერს მოუტანს.

„ოპოზიციაში წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება – რასაკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ. არსებობს არჩევნების დადგენილი ვადა და არა ქაოსი, რისი ამოცანაც ჩვენ წინაშე დგას. არანაირი პოზიტიური განწყობა იმის, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს, რათა საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის. ყველა ევროპელი ლიდერი მიუთითებს, რომ მთავარია დეპოლარიზაცია, რათა შესრულდეს ის, რაც ევროკავშირს აინტერესებს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხმას გვაძლევს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა. მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება, პათოსიც ერთი და იგივე იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიფშავში, ღვარცოფში მოყოლილ ტურისტს ეძებენ
შემდეგი სტატიაარახამიას და გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი – მეორე ფრონტის გახსნის იდეა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა – ვოლსკი