“ტექნიკურად საქართველომ ყველაფერი შეასრულა, მაგრამ რჩება ევროპაში მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება”

ტექნიკურად საქართველომ პრაქტიკულად ყველაფერი შეასრულა, მაგრამ რჩება ევროპაში მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, სკეპტიკოსები კვალვაც არიან ევროპაში და ისინი საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებულად დააკვირდებიან.

„თუკი არჩევნებზე იქნება რაღაც დარღვევა და გადაცდომა, ბუნებრივია, ამას გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, რომ უვიზო რეჟიმი კიდევ დიდხანს არ მოგვცენ. ასე, რომ არჩვენებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მნიშვნელობა არ აქვს ეს მიზეზია თუ საბაბი, მაგრამ ფაქტია, თუ რამე იქნება, ამას გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. ახლა მთავარი არის, რომ მას შემდეგ რაც ტექნიკური სამუშაო დიდი ხანია შევასრულეთ, დავარწმუნოთ ადგილებზე, დედაქალაქებში ევროპული სახელმწიფოები, რომ მოგვცენ უვიზო რეჟიმი. ამ მხრივ, ბუნებრივია, რუსეთი მუშაობს, რომ ეს ჩაგვეშალოს. რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ და უკრაინამ მივიღოთ უვიზო რეჟიმი,სანამ თვითონ მიიღებს“, -განაცხადა შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატიაბათუ ქუთელია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაკავშირებულია დემოკრატიის ხარისხთან ჩვენს ქვეყანაში