თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაანონსებული გეგმის შესახებ, გააერთიანონ თსუ და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი. დემონსტრანტებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, არ უგულებელყონ სტუდენტებისა და ლექტორების ნება და უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ ინიციატივა გაიწვიონ.
დღეს, თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე რექტორი მათ არ შეხვდება.
ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციაა, მას თსუ-სთან შეკრებილებიც შეუერთდნენ
სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია აქციის მონაწილეების მიმართ კვლავ ძველ სცენარს მიუბრუნდა — მენტორობის, ზემოდან ყურებისა და „განათლების“ პოზიციიდან საუბრის მცდელობას. თითქოს ხალხი ქუჩაში იმიტომ დგას, რომ რაღაც არ ესმის და არა იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმის რაც ქვეყანაში ხდება.















