ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი – „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ ლიტევუას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში
საერთაშორისო სამეცნიერო ორდღიანი სემინარი- „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“ გაიმართა.
სემინარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პუოჯიუნასი და ლიეტუვას რესპუბლიკიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

მასპინძლებს და თანამემამულე სტუმრებს სიტყვით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯიუნასმა. ლიეტუვას სახელმწიფოებრიობის 100 წელი და ლიეტუვას მცდელობები სახელმწიფოებრიობის განმტკიცება-შენარჩუნებისათვის – აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის პროფესორმა, იონას ვაიჩენონმა.
საქართველოს და ლიეტუვას სამეცნიერო კავშირების შესახებ კი ყურადღება გაამახვილა სტუ-ის პროფესორმა, ლალი გოჩიტაშვილმა.
ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუანისტიკის ცენტრში ლიეტუვური ენის, კულტურისა და მეცნიერების შესწავლის პროცესი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიდას კავალიაუსკასმა შეაფასა, ხოლო ცენტრისა და ვილნიუსის კოლეგიის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოხსენება ვილნიუსის კოლეგიის წარმომადგენელმა, ნიოლე ზინკევიჩიემ წაიკითხა.

„ჩვენი ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეტაპზე, უმნიშვნელოვანესი იყოუნივერსიტეტის გახსნა. ეს იყო დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი. დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთ-ერთ უძველეს და დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში, სადაც დიდი სიყვარულითა და მონდომებით მუშაობს ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი. ეს ორი ერის მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი ნიშანია“, – ასე შეაფასეს სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მუშაობა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო სექტორთან ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიათბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა