ტექნიკურ უნივერსიტეტში ორმა პროფესორმა და ორმა „გარედან მოსულმა“ პირმა აქცია დაიწყო

IMG_9437დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისრტაციულ კორპუსში რამდენიმე ადამიანმა შიმშილობის აქცია დაიწყო. ოთხი მოშიმშილედან ორი უნივერსიტეტის თანამშრომელია, ორი კი, როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, „გარედან მოსულია“, ანუ უნივერსიტეტის თანამშრომლები არ არიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორისა და კანცლერის არჩევნები ჩატარდა უკანონოდ.
არჩევნები უნივერსიტეტში იანვარში ჩატარდა, საპროტესტო აქციის მონაწილე პროფესორებმა, რომელთაგან ერთი, ტყეშელაშვილი, რექტორობის კანდიდატი იყო და არჩვნები 16-0 წააგო, შედეგები იანვარშივე გააპროტესტეს. მათ საჩივრით მიმართეს განათლების სამინისტროს გაენულებინათ არჩევნების შედეგები, ვინაიდან არჩილ ფრანგიშვილმა მესამედ მიიღო მონაწილეობა და კანონი ერთი და იგივე პირის მესამედ რექტორად არჩევას არ ითვალისწინებდა.
განათლების სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა, რომლის თანახმადაც: „2011 წლიდან საქართველოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ჩნდება ახალი ცნება – „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება“. ამავე წელსსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისადა საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირდება როგორც „აიპსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ და მის დამფუძნებლად მთავრობის დადგენილებითგანისაზღვრება სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით(ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილიპირდაპირ მიუთითებს სამი ტიპის დაწესებულებათა ხელმძღვანელის (რექტორის) პირველარჩევნებზე). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობისმიერ გამოცემული იქნა შესაბამისი დადგენილებები (2011 წელს #411 და 2013 წელს #190), სწორედ ამსაკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებათა შესაბამისადდამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2012 და 2013 წლის წესდებები.

IMG_9430
შესაბამისად, 2012 წელს „აიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, როგორც ახლად რეგისტრირებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარდა რექტორის პირველი არჩევნები, ხოლო 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრეტი“ გარდაიქმნა „სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2016 წელს ჩატარებული სტუ-ს რექტორის არჩევნები მიიჩნევა მეორე არჩევნებად“.
მას შემდეგ რაც განათლების სამინისტრომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა არჩილ ფრანგიშვილი, რექტორობის ყოფილმა კანდიდატმა და მისმა მომხრეებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გამართულა სასამართლო სხდომა, რატომღაც მომჩივანმა მხარემ ჩათვალა რომ უმჯობესი იქნებოდა შიმშილობის აქცია დაეწყოთ. დღეის მდგომარეობით, როგორც უკვე ვთქვით, შიმშილობს ოთხი პირი, მათ შორის ორი არ არის უნივერსიტეტის თანამშრომელი.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს განცხადებას, რომელსაც სრულად გთავაზობთ: „სტუ-ს რამოდენიმე თანამშრომელი ეჭვის ქვეშ აყენებს უნივერსიტეტში ჩატარებული რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვის ორგანოების (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს) არჩევნების კანონიერებას. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ შემდეგი: სტუ-ში 2016 წელს ჩატარებული არჩევნები სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, უნივერსიტეტის წესდებასთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან, რომლებიც არეგულირებენ არჩევნების ჩატარების წესსა და პროცედურებს. ამასთან, უნივერსიტეტის არჩეული მმართველი სუბიექტები, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირების რეესტრში.

IMG_9421
აქციის მონაწილე პირების მიერ არჩევნების შედეგები გასაჩივრებული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე არ გამოვლინდა არჩევნებთან დაკავშირებული რაიმე სახის კანონდარღვევა და შესაბამისად არ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი. მიუხედავად ამისა, საჩივრის ავტორებმა დავა გააგრძელეს სასამართლოში. დღეის მდგომარეობით აღნიშნული საქმეები განხილვის პროცესშია და მათ მიერ განხორციელებული პროტესტის ფორმები აღქმული უნდა იქნეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა. გარდა ამისა მათი მხრიდან განხორციელებული ასეთი ქმედებები ხელს უშლის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესს. აქვე ავღნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ზემოაღნიშნული პრეტენზიები განხილულ იქნა შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოების სხდომაზე, მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და გადაეცა ეთიკის კომისიებს შემდგომი განხილვისათვის“.

banner
წინა სტატიაშიმცირეწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაFreedom House-ის ვრცელ ანგარიშში საუბარი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ის ბიძინა ივანიშვილის გავლენაზეც არის საუბარი