ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინური ენის კვლევითი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო წელს შეიქმნა ჩინური ენის კვლევითი ცენტრი. აღნიშნული ცენტრის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა. მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა ფაკულტატური ჩინური ენის სწავლების სისტემა, რომელიც მოიცავს ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჯგუფურ მეცადინეობებს ჩინელი მოხალისეების და ქართველი მასწავლებელის მიერ. დღეისათვის უკვე ჩამოყალიბებულია ორი ჯგუფი, ისინი კვირაში სამჯერ შეისწავლიან ჩინურ ენას.
ფაკულტეტის მიერ ჩინურ უნივერსიტეტებთან ინტენსიური კავშირის დამყარების მიზნით დეკანი, ირაკლი გაბისონია შეხვდა კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელს პროფესორ ჩი რუშანს და ჩინური ენის პრაქტიკული კურსის ახლაგაზრდა მასწავლებლებს. გაიმართა მსჯელობა მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები მომავალში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლიან ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩინეთის მთავრობის პროგრამის ფარგლებში. დაიგეგმა მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. ერთობლივი პროექტი ხორციელდება ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და მხარდაჭერით.
ფაკულტეტს ასევე ეწვია ჩინური კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩინეთის სიახლეების სააგენტოს მთავარი კორესპონდენტი ლი მინგი. იგი დაესწრო ფაკულტეტზე არჩევითი საგნის ჩინურის სწავლების გაკვეთილებს, გაესაუბრა სტუდენტებს და გააცნო ხინუას სიახლეების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა. სტუმარი ლი მინგი შეხვდა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას. დეკანმა მიაწოდა ინფორმაცია ფაკულტეტზე ჩინურის სწავლებასთან დაკავშირებით, ასევე გააცნო ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის სახეები და სამომავლო გეგმები.

 

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ და “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილმა სამთავრობო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას