ტეფტი: დეგნანზე თავდასხმა ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება

“ეს ალბათ მოდის ადამიანებისგან, რომლებიც მის ზოგიერთ განცხადებას არ ეთანხმებიან, მაგრამ მე იმას ვიტყოდი, რომ კელი წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავრობას, ის წარმოადგენს ამერიკის ადმინისტრაციას და მის პოზიციებს. ის ასევე წარმოადგენს საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის ხანგრძლივ ტრადიციას.

ასე რომ, მასზე თავდასხმები არ არის მხოლოდ თავდასხმები კელიზე. ეს უფრო დიდი საკითხია და ის ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება. ცხადია, მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ეს ადამიანები, მე მათთან არ მისაუბრია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველა ეცდება გაერთიანდეს იმისთვის, რომ მიაღწიონ ევროკავშირის მიერ დასახულ მიზნებს, რომლებიც იგივე მიზნებია, რაც შეერთებულ შტატებს წლების მანძილზე აქვს”,-ამბობს ამერიკის ხმასთან საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი კითხვაზე – “რას ნიშნავს კელი დეგნანზე თავდასხმები?”

banner
წინა სტატიაშიჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-ში ზოგიერთი პოლიტიკოსი ღიად ეთამაშება ცეცხლს ტაივანის საკითხზე და 1.4 მილიარდი ჩინელის მტერი ხდება, რაც კარგად არასდროს დასრულდება
შემდეგი სტატიაგუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაიკრძალნენ