ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრის ბრძანება ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს

ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრის ბრძანება ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს

SAOLQOპროკურორის განცხადებით, “იმედის” საქმეში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე დაკითხულმა სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრის ბრძანება ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.

“ადვოკატები ცდილობენ სასამართლო დააჯერონ იმაში, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი არაფერ შუაში არ არიან “იმედის” დარბევსთან. დღეს დაიკითხნენ მოწმეები, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც დაადასტურეს, რომ მერაბიშვილი და ადეიშვილი 7 ნოემბერს დღის ბოლოს შეკრებილი იყვნენ მოდულის შენობაში და მათი მითითებით წავიდნენ სპეცრაზმელები “იმედში”. ადეიშვილი და მერაბიშვილი მოდულიდან ხელმძღვანელობდნენ დარბევას და მათი მითითებით მოხდა ტელეიმედის ძვირადღირებული აპარატურის განადგურება და ჟურნალისტებზე ძალადობა. ნაწილი მოქმედია, ნაწილი ყოფილი. მაღალი თანამდებობები ეკავათ კონტრდაზვერვაში და არ უნდა გახმაურდეს მათი ჩვენების დეტალები”,- განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, არც ერთ მოწმეს მერაბიშვილი და ადეიშვილი “იმედის” დარბევის ბრძანების გამცემებად არ დაუსახელებია.
” მოწმეებმა პირდაპირ დაადასტუტეს, რომ 2007 წლის ნოემბერში, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები თანამშრომლობდნენ რუსულ სპეცსამსახურებთან და ნოემბრის მოვლენები მართული იყო საქართველოს მტერი სახელმწიფოს მხრიდან და სწორედ ამის აღსაკვეთად განხორციელდა ის ქმედებები რასაც დღეს ივანიშვილის პროკურატურა აფასებს დანაშაულად. არც ერთ მოწმეს, არც ერთი მინისტრი თვალით არ უნახავს. ოპოზიცია გეგმავდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ გადატრიალებას. არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მერაბიშვილმა და ადეიშვილმა “იმედის” დარბევის ბრძანება გასცეს. თქვეს, რომ იგეგმებოდა გადატრიალება და ესკალაციის ჩახრჩობის გამო მათინდელმა ხელმძღვანელებმა შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს”,-განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროცესი 21 ივლისისთვის გადაიდო

banner
წინა სტატიაში“კახა კალაძე, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან”
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “ქართული ოცნების” ახალი წევრების წარდგენა საგურამოში