ტელეწამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილთან რამდენიმე სხვა ჟურნალისტთან ერთად ტვ პირველი დატოვეს

ტელეწამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილთან რამდენიმე სხვა ჟურნალისტთან ერთად ტვ პირველი დატოვეს. ამის შესახებ მათ დღეს, 12 ივნისს, გადაცემა პოლიტმეტრის დასრულებისას განაცხადეს.

“ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა ტვ პირველზე”, – თქვა სანაიამ.

როგორც ის ამბობს, “თანამშრომლობის რესურსი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია. კერძო არხსაც აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე გააგრძელოს, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.”

ნინო ჟიჟილაშვილის თქმით გადაწყვეტილების მიზეზი “არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს”.

“ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე”, – ამბობს ჟიჟილაშვილი და განმარტავს, რომ მათ აღარ გამოსდით, აიღონ პასუხისმგებლობა თითოეულ ნაბიჯზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

“უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ტვ პირველზე ხდება.

არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით,” – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მასთან და ვახო სანაიასთან ერთად, არხი დატოვა პოლიტმეტრის სარედაქციო შემადგენლობამაც – გიორგი დარჩაშვილმა, ხატია შამანაურმა, გიორგი კიკაბიძემ, სოფო მაისურაძემ და მიხო კოტეტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
შემდეგი სტატია” მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი!”-ემზარ კვიციანმა „პატრიოტთა ალიანსი“დატოვა