თელეთი-კუმისის გზაზე ევაკუატორი და ავტომობილი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა – კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა “ჩემი ქალაქი მკლავს” გაავრცელა.














