ტელეკომპანიების წარმომადგენლები პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხევდრაზე წინასაარჩევნოდ უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ იმ ცვლილელებზე ისაუბრეს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ცვლილებების ნაწილი მისაღებია, მაგრამ ნაწილო ფინანსურად ანგრევეს კერძო ტელეკომპანიებს.

“მისაღებია, როდესაც მკაფიოდ ითქმება, რომ 50-ე დღეს იწყება ეს რეგულაცია, მართალია, დროის ჯამური ნაწილი არ იცვლება, მაგრამ როგორ გადავანაწილოთ ეს დრო, ამას გვასწავლის კანონმდებელი, რაც არის ჩვენ სარეკლამო დამოუკიდებლობაში ჩარევა და აღვრვს კონსტიტუციას. ყოველ საათში 2 წუთნახევრიანი ბლოკის გამოყოფა არის დაუშვებელი და ანგრევს ბადეს, ყველა არხისთვის, GDS-ით დაწყებული, „რუსთავი 2“-ით დასრულებული ამ აზრზეა. ეს კომერციულადაც წამგებიანია. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ იმგვარად ვანაწილებდით სარეკლამო დროს, რომ პრაიმ-ტაიმი ხელშეუხებელი ყოფილიყო უფასო სარეკლამო დროისგან და ინტერესი გასჩენოდათ პოლიტიკურ პარტიებს, რომ რაიმე ეყიდათ ყველაზე ყურებად დროს, ახლა ეს ინტერესიც უნდა დაიკარგოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“რუსთავი 2“-ის გენრალური დირექტორი კითხულობს, პოლიტიკური კამპანია კომერციულად რა ნაწილში უნდა იყოს საინტერესო კომერციული არხებისთვის.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უნდა დასრულდეს პოლიტიკოსებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება.

მისივე თქმით, აუდიტორიის და მომხმარებლის ინტერესები უნდა იყოს ამოსავალი. ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უკვე არაკონსტიტუციურია მსჯელობა, რადგან ეს ეხება კერძო მაუწყებლების სარეკლამო დროს.

„ვფიქრობ, უკვე დარღვეულია ყველაფერი, როცა პოლიტიკოსები ანაწილებენ თავის ჭკუაზე, ბადეში ერთ საათში ერთხელ გექნება ჭრა, თუ ორ საათში ერთხელ გექნება ჭრა. ეს უკვე არასწორია. არავინ ეკითხება მაყურებელს, უნდა თუ არა, საათში ერთხელ დაახლოებით 7 წუთს უყურებდეს პოლიტიკური პარტიების რეკლამებს. ეს არის, პირველ რიგში, მომხარებლის, აუდიტორიის უფლებების დარღვევა და დღევანდელი მსჯელობაც ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი წყდება მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლას” – განაცხადა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

GDS-ის გენრალური დირექტორის, თიკო გობეჯიშვილის განცხადებით, მთავარია არ დაზიანდეს კონტენტი, არ დაირღვეს ბადე და მაყურებლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.

“ფინანსურ დარტყმაზე არ არის საუბარი, რადგან ჯამური დროის ცვლილება არ არის. აქ საუბარია საათობრივ შეზრუდვაზე, რომ თავისუფლები ვიყოთ, სამ საათის განმავლობაში გადავანაწილოთ, თორემ ფინანსურად არაფერი იცვლება არცერთ და არც მეორე შემთხვევაში”, – განაცხადა თიკო გობეჯიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ჯანგირაშვილი: ხელისუფლებამ მიღაწია იმას, რომ GDS და რუსთავი 2-იც კი ერთ პოზიციაზე არიან
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე: საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმება არის დროულიც და მნიშვნელოვანიც