ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭო ქიბარ ხალვაშს მიმართავს

სამაუწყებლო კომპანია

რადიო "თავისუფლების" ევროპული ბიურო "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვნისტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭო ქიბარ ხალვაშს მოუწოდებს, საჩივრის საბოლოო გადაწყვეტამდე დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ განჩინების შეჩერებას დაეთანხმოს. ამის შესახებ საზოგადოების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მოდავე მხარეებს გამოსავალს სთავაზობენ.
“ვეხმიანებით 2015 წლის 11 ნოემბერს სასამართლოს მიერ დროებით მმართველებად დანიშნული პირების ჩატარებულ პრესკონფერენციას, სადაც მათ გამოთქვეს სურვილი მედიაციაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებით. მათ ასევე განაცხადეს, რომ მათი სურვილია, არ დაზიანდეს კომპანია და “რუსთავი 2”-მა არ განიცადოს ფინანსური ზარალი. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “რუსთავი 2” მენეჯმენტში შექმნილი ვაკუუმის თაობაზე გააფრთხილა და 15 ნოემბერს არხს გათიშვით დაემუქრა, ცხადი გახდა, რომ მენეჯმენტის გარეშე დარჩენილი კომპანია ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას. ასეთ ვითარებაში, პარალიზებულ ტელეკომპანიას მაუწყებლობის შეჩერება მოუწევს და იძულებული გახდება, დაარღვიოს კანონის მოთხოვნები. ეს კი “რუსთავი 2”-ს განუზომელ მატერიალურ ზარალს მიაყენებს და იძულებით, კანონგარეშე მდგომარეობაში ჩააყენებს. “რუსთავის 2”-ის გათიშვა საქართველოს მედია გარემოსთვის სერიოზული დარტყმის ტოლფასი იქნება და მედიის მრავალფეროვნებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები მოსამართლე ურთმელიძის განჩინების კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან და დასაბუთებულობასთან, ასევე პროცესის სამართლიანობასთან და მიუკერძოებლობასთან მიმართებაში. ამაზე სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველებიც საუბრობენ.
ამ ეტაპზე, ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანაა “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის შეუზღუდავად გაგრძელება და ჟურნალისტების უფლებების დაცვა. ამ მიზნით, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გთავაზობთ შემდეგ დროებით გამოსავალს: მოვუწოდებთ ბატონ ქიბარ ხალვაშს, საჩივრის საბოლოო გადაწყვეტამდე დაეთანხმოს დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ განჩინების შეჩერებას. ამ მოთხოვნით, 2015 წლის 11 ნოემბერს, სასამართლოს “რუსთავი 2”-ის იურისტებმა მიმართეს.
ჩვენი რწმენით, ამ სიტუაციაში ეს ერთადერთი გონივრული, თუმცა დროებითი გამოსავალია. მასზე დათანხმება ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელობის შესახებ მიმდინარე დავა კვლავ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდება და ამ ეტაპზე, “რუსთავი 2″-ს გაკოტრებისა და გაჩერებისგან გადაარჩენს.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ ვრჩებით მედიის თავისუფლების სადარაჯოზე და მივმართავთ, ყველა ღონეს, რათა კომპანიის გარშემო მიმდინარე დავა დემოკრატიული ღირებულებების სასარგებლოდ გადაწყდეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ირაკლი საღინაძე, ელენე ხოშტარია, ნინო დანელია, ქეთი დევდარიანი
ნინია კაკაბაძე, სერგი კაპანაძე, ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო), ზვიად დევდარიანი (სამოქალაქო განათლების სააგენტო), ლექსო მაჭავარიანი, თამარ ჩერგოლეიშვილი, თათა ცოფურაშვილი, თამარ კინწურაშვილი, პაატა გაფრინდაშვილი, აჩიკო გულედანი, ირაკლი კიკნაველიძე, გიგა ბედინეიშვილი, ბექა მინდიაშვილი, ეკა ჭითანავა
ირაკლი ტაბლიაშვილი, ნათია სამუშია, ლევან ღამბაშიძე, გიორგი მელაძე, თეო ხატიაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, ზუკა გუმბარიძე, ვახო ბაბუნაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, ლევან რამიშვილი, გუგა სულხანიშვილი, ირაკლი ვაჭარაძე, გიორგი ტუღუში, თამარ გურჩიანი, გიორგი ნონიაშვილი, მაგდა გურული, ბაია პატარაია.

banner
წინა სტატიაში„ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა“ 2015 წლის პროდუქციის პრეზენტაცია გამართა
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ხვალ დილის 11:00 საათზე განახლდება