ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი, რომელიც აქციაზე დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი თედო ქვაჩახია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოპერატორს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

თედო ქვაჩახია წუხელ, მაშინ დაშავდა, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე წუხელ, პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც დაშავდა. ტელეკომპანიის ცნობით, ბესო გაფრინდაშვილმა პიროტექნიკით დაზიანება ხელზე მიიღო.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა უცხოური მედიის წარმომადგენელიც.

banner
წინა სტატიაში3 სენატორის განცხადება: ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – მე არავის სახელით არ ვსაუბრობ, არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ჯგუფს, არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს – საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია, ადამიანებთან მივიტანო პროტესტი