ტელეკომპანია „ფორმულა“ მაუწყებლობას 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 16:15

ტელეკომპანია „ფორმულა“ მაუწყებლობას 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს

ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელსაც სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს.

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

„კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა“ , – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 16:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,952
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics