5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ტელეკომპანია „პირველისა“ და „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტული ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „პირველისა“ და „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით სარგებლობის უფლება.

გავრცელებულ განცხადებებში მითითებული ყველა პირი შეუზღუდავად სარგებლობს სატელეფონო საუბრის უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ათ დღეში ერთხელ სატელეფონო უფლებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

აქვე აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და სატელეფონო საუბრის განსახორციელებლად ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბალანსზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი ოდენობის თანხა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენია ბრიუსელის უფროსი, ყოველდღე მოგვიწევს ბრძოლა” – პიტერ სიიარტო
შემდეგი სტატიაპოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა